გურჯაანის ცენტრში მდებარე ცხრასართულიანი სასტუმროს მშენებლობა შესაძლოა განახლდეს, რომელსაც უცხოური კომპანია „ბესტ ვესტერნი“ განახორციელებს. არქიტექტურულ-დაგეგმარებითი დავალების მოთხოვნით მეპატრონე ზურაბ ფერიშვილმა გურჯაანის მერიას უკვე მიმართა. როგორც speqtri.ge-ს მერიაში განუცხადეს, მეპატრონე თანხმობას იმ შემთხვევაში მიიღებს, თუკი შესაბამის დოკუმენტაციას წარადგენს. -„ფერიშვილმა თხოვნით მოგვმართა, რომ საპროექტო დავალება მივცეთ, სურს, დაასრულოს სასტუმროს მშენებლობა. პროცედურები უკვე დავიწყეთ, დღეს მივცემთ დავალებებს, რა დოკუმენტაცია უნდა წარმოგვიდგინოს. გვჭირდება გეოლოგიური და ასევე ექსპერტის დასკვნა, რადგანაც წლებია შენობა მიტოვებულია. ყველა დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ, შესაძლოა მივცეთ ნებართვა,“- აღნიშნა ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა კოტე ბერიძიშვილმა.
გურჯაანში ცხრასართულიანი სასტუმროს მშენებლობა, შესაძლოა, განახლდეს camera iphone 8 plus apk
Không có nhận xét nào:
Đăng nhận xét