ქუთაისში ლერმონტოვის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „პრიორიტეტი“ ახორციელებს. რეაბილიტაციისთვის 500 000-მდე ლარია გამოყოფილი. ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, ქუჩაზე სამუშაოების დაჩქარებულ ვადებში შესრულება იგეგმება. "ეს ქუჩა არის ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი. აგრარული ბაზრის გამო აქ უამრავი ადამიანი გადაადგილდება. ვცდილობთ დაჩქარებული ვადებით დასრულდეს სამუშაოები“- განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ. სატენდერო პირობების თანახმად, კომპანიას ხელშეკრულების გაფორმებიდან სამუშოების შესრულებისათვის სამი თვის ვადა აქვს. აღნიშნულის თანახმად, სამუშაოები 21 აგვისტოს უნდა დასრულდეს.
ქუთაისში ლერმონტოვის ქუჩაზე სამუშაოებს შპს „პრიორიტეტი“ აწარმოებს camera iphone 8 plus apk
Không có nhận xét nào:
Đăng nhận xét